სანიკიძემ და შერმადინმა ევროთასის მეორე ეტაპი ხორვატებთან წაგებით დაიწყეს

სანიკიძემ და შერმადინმა ევროთასის მეორე ეტაპი ხორვატებთან წაგებით დაიწყეს

საახალწლო შესვენების შემდეგ განახლდა ევროთასის გათამაშება, რომელში მოასპარეზე “სარაგოსას” ღირსებას 2 ქართველი – გიორგი შერმადინი დ ვიქტორ სანიკიძე იცავენ. სარაგოსელებმა მოახერხეს პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა და 8 იანვარს მეორე ჯგუფში ასპარეზობა დაიწყეს. პირველი მატჩი წარუმატებელი გამოდგა. ესპანურმა გუნდმა შინ ხორვატიულ “ცედევიტასთან” 67:75 წააგო.
ქართველებს ცუდად არ უთამაშიათ, თუმცა გუნდში წამყვანი ფუნქციები ამჯერად ვერ იტვირთეს. ორივე მათგანი სასტარტო ხუთულში იყო: შერმადინმა მოედანზე გატარებულ 23 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
სანიკიძემ 25.47 წუთი ითამაშა და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. 6 ქულასთან ერთად ვიქტორს 7 მოხსნა და 2 დაფარება ჰქონდა, ბურთი კი შერმადინის მსგავსად, ერთხელ დაკარგა. სარაგოსელებს 20 ქულით ჯოზეფ ჯონსმა ულიდერა, ხორვატ ლეგიონერ დამიან რუდეჟს კი 17 ქულა დაუგროვდა.
ჯგუფის მეორე მატჩში თურქულმა “ბეშიქთაშმა” დაძაბულ ბრძოლაში – 103:101 დაამარცხა ვილნიუსის “ლიეტუვოს რიტასი”. მომდევნო ტურის მატჩები 15 იანვარს გაიმართება. “სარაგოსა” თურქეთში “ბეშიქთაშს” შეხვდება.