სანიკიძემ და შერმადინმა ტრავმის გამო არ ითამაშეს

სანიკიძემ და შერმადინმა ტრავმის გამო არ ითამაშეს

წინასასეზონო მოსამზადებელი მატჩების ბოლოსწინა შეხვედრა გამართა ესპანურმა „სარაგოსამ“, რომლის ღირსებასაც ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი იცავენ. სარაგოსელები „მანრესას“ შეხვდნენ და 71:76 წააგეს, თუმც ქართველ კალათბურთელებს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
როგორც „სარაგოსას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, შერმადინმა და სანიკიძემ ტრავმების გამო არ ითამაშეს, თუმცა უფრო კონკრეტულად ამ თემაზე მეტი არაფერი თქმულა. სავარაუდოდ, ქართველ კალათბურთელებს მცირე ტრავმა აწუხებთ და მწვრთნელები მოსამზადებელ მატჩში მათ დატვირთვას მოერიდნენ.