ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ ამერიკაში მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა. იტალიური გრანდი „სან ანტონიოსთან“ დამარცხების შემდეგ კლივლენდში ჩავიდა და იქაურ „კავალერსს“ შეხვდა. სიენელებმა ეს შეხვედრა გაცილებით კარგად ჩაატარეს და საბოლოოდ ბრძოლაში – 85:91 წააგეს.
წინა მატჩისგან განსხვავებით საკუთარი შესაძლებლობები კარგად ვერ წარმოაჩინა ვიქტორ სანიკიძემ. ქართველი ფორვარდი ხუთეულში არ ყოფილა და მთლიანობაში 22,38 წუთს ითამაშა. ვიქტორმა 7 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმო მიაბა და საბოლოოდ 3 ქულას დასჯერდა. ამასთან ერთად სანიკიძეს 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა.
სიენელთაგან საუკეთესოები იყვნენ ბობი ბრაუნი (22 ქულა, 7 პასი) და მეტ ჯენინგი (21 ქულა), ხოლო „კლივლენდში“ ქულები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა: სამუელსი 14, სლოანი 13, ტომპსონი 12, უეიტერსი 11, ირვინი და მაილსი 10-10.
გასული სეზონის საუკეთესო ახალბედა კაილი ირვინი
და ვიქტორ სანიკიძე
ამით „სიენამ“ დაასრულა ამერიკული ტურნე და ევროპაში დაბრუნდა. 12 ოქტომბერს სანიკიძის გუნდი ევროლიგის გათამაშებაში ბერლინის „ალბასთან“ დაპირისპირებით ჩაებმება.