ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ ნავსი გატეხა და ისეთი თამაში უჩვენა, როგორსაც ამ გუნდისგან ელიან. სიენელებმა პოლონეთში „პროკომი“ 101:66 გაანადგურეს, რითაც ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდნენ. ამ ბრწყინვალე გამარჯვების მოზიარე იყო ვიქტორ სანიკიძეც, რომელმაც სასტარტო ხუთეულში, თუმცა წინა მატჩებთან შედარებით, ინერტულად ითამაშა.
სანიკიძემ მოედანზე 15,21 წუთი გაატარა და მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია. ქართველმა ფორვარდმა უჩვეულოდ ცოტა – 2 მოხსნა მიითვალა და ბურთი სამჯერ დაკარგა. ერთი სიტყვით, სანიკიძემ სეზონის ყველაზე სუსუტი მატჩი ჩაატარა. სიენელთაგან შეუჩერებელი იყო ბობი ბრაუნი, რომელმაც 27 წუთში 27 ქულა მოაგროვა. 10-ქულიან ზღვარს უწიეს მეტიუ ჯენინგმა (16), დევიდ მოსმა (16), კრისტიან კანგურმა (12), ტომას რესმა (10) და დენიელ ჰეკეტმაც (10).
„სიენამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. სანიკიძის გუნდს თავისუფლად შეუძლია ის გუნდებს შორის მოხვდეს, რომლებიც ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ. მომდევნო ტურში, 15 ნოემბერს, სიენელები ბერლინში „ალბას“ ესტუმრებიან, სადაც ამ ტურში გამარჯვებას მიაღწია გიორგი შერმადინის „მაკაბიმ“. ებრაული გუნდი ხუთიდან 5 გაარჯვებით B ჯგუფს ლიდერობს. თელავიველები მორიგ ტურში ესპანურ „უნიკახას“ დაუპირისპირდებიან.
A ჯგუფი
პანათინაიკოსი – ხიმკი 67:79, ოლიმპია – რეალი 76:89
B ჯგუფი
პროკომი – სიენა 66:101
მაკაბი
5
0
416
347
69
უნიკახა
4
1
403
389
14
სიენა
2
3
433
409
24
ალბა
2
3
370
375
-5
შალონი
1
4
381
419
-38
პროკომი
1
4
354
418
-64
C ჯგუფი
ცედევიტა – კახა ლაბორალი 76:69, ეფესი – ჟალგირისი 64:77
D ჯგუფი
ლიეტუვოს რიტასი – ბეშიქთაში 67:73, პარტიზანი – ბამბერგი 72:77