სანიკიძემ სანკტპეტერბურგელებსაც 13 ქულა ჩაუგდო

სანიკიძემ სანკტპეტერბურგელებსაც 13 ქულა ჩაუგდო

ვიქტორ სანიკიძის მეორე მატჩი უნიკსის “ყაზანში” და ისევ 13 ქულა. რუსული გუნდის ქართველმა ახალწვეულმა, რომელსაც წინა გუნდების მსგავსად ყაზანელებმაც 13-ნომრიანი მაისურა უბოძეს, მორიგ სპარინგ-მეტოქესთან სტაბილური მატჩი ჩაატარა. ლიტვაში შეკრებაზე მყოფმა “უნიკსმა” მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერად სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” დაამარცხა – 87:67 (26:16, 21:20, 20:13, 20:18).
სანიკიძემ 13 ქულა დააგროვა და თავისიანთაგან მხოლოდ ლიხოდეის ჩამორჩა. 12-12 ქულა მიითვალეს ყაზანელთა ამერიკელმა ლეგიონერებმა – ლენგფორდმა და ჯერელსმა, რომლებიც გასულ წელს მილანის “არმანი ჯინსის” ღირსებას იცავდნენ.
მომდევნო სპარინგ-მატჩს “უნიკსი” 10 სექტემბერს, ვილნიუსის “ლიეტუვოს რიტასთან” გამართავს.