სანიკიძემ სერია A-ში 15 წუთში 14 ქულა ჩააგდო

სანიკიძემ სერია A-ში 15 წუთში 14 ქულა ჩააგდო

მხოლოდ 15 წუთი ეყო ვიქტორ სანიკიძეს, 14 ქულა რომ მოეგროვებინა. „სიენას“ ქართველმა ფორვარდმა ეს იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, „ბიელას“ წინაარმდეგ მოახერხა. სიენელებს მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებიათ. სანიკიძის გუნდმა „ბიელა“ 98:75 გაანადგურა.
 
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ვიქტორმა 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმ ჩააგდო. მას 14 ქულის მოსაგროვებლად მხოლოდ 15 წუთი ეყო. სანიკიძეზე მეტი სიენელთა შორის მხოლოდ კრისტიან კანგურმა (16) მოაგროვა. 14 ქულასთან ერთად ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა.
 
14 მოგებით და 6 მარცხით „სიენა“ მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში, რომელიც 3 მარტს გაიმართება, სიენელები სტუმრად „ემპორიო არმანის“ შეხვდებიან