სანიკიძემ “ვირტუსში” პირადი რეკორდი დაამყარა

სანიკიძემ “ვირტუსში” პირადი რეკორდი დაამყარა

ვიქტორ სანიკიძემ იტალიურ „ვირტუსში“ გადასვლის შემდეგ ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. იტალიის ჩემპიონატის დაწყების წინ, ბოლონიელებმა ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარეს და “ვანოლი” 94:86 დამარცხეს, ქართველი ფორვარდი კი საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
ბოლონიელთაგან 10–ქულიანი ზღვარი არაერთმა კალათბურთელმა დასძლია – კოპონენი (14), ჰარდი (14), ფახარდო (13) და ვუკჩევიჩი (11), თუმცა ყველას ქართველმა ლეგიონერმა აჯობა, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა.
11 ოქტომბერს, იტალიის პირველობის პირველ ტურში, ბოლონიელები “მონტეგრანაროს” უმასპინძლებენ.
 

ბურთითაა ვიქტორ სანიკიძე