ვიქტორ სანიკიძის შედეგიანი მატჩი ევროლიგაში. საქართველოს ნაკრების ფორვარდი თავის კლუბ „სიენას“ ევროლიგაში მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. იტალიურმა გრანდმა თურქულ „ბეშიქთაშს“ უმასპინძლა და 63:57 დაამარცხა.
სანიკიძემ 23 წუთი ითამაშა და თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. ქართველმა ფორვარდმა 14 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ვიქტორმა საკმაოდ შედეგიანად ესროლა საშუალო დისტანციიდან: 10-დან 7 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო თითო სამიანი და საჯარიმო ააცილა. „სიენაში“ 13 ქულა ჰქონდა ბობი ბრაუნს, ხოლო მეთიუ ჯენინგმა 10 ქულა დააგროვა.
„სიენა“ ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს. სანიკიძის გუნდმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე 5-დან 5 მატჩი მოიგო. მომდევნო ტურში, 31 იანვარს, „სიენა“ კატალონიაში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
F ჯგუფი
მ
წ
ბურთების
შეფარდება
+/-
სიენა
5
0
396
366
30
კახა ლაბორალი
4
1
406
360
46
ბარსელონა
4
1
404
362
42
ხიმკი
3
2
404
374
30
Oოლიმპიაკოსი
2
3
369
373
-4
მაკაბი
1
4
374
389
-15
ფენერბაჰჩე
1
4
403
468
-65
ბეშიქთაში
0
5
306
370
-64