სანიკიძის 15 ქულა, 9 მოხსნა და ბრძლაში წაგებული მატჩი

სანიკიძის 15 ქულა, 9 მოხსნა და ბრძლაში წაგებული მატჩი

ვიქტორ სანიკიძის „თედ კოლეჟლერისთვის“ ყოველი მატჩი, იგებს თუ აგებს, ბრძოლაში მიმდინარეობს. თურქეთის ჩემპიონატში ანკარელებმა ამჯერადაც დაძაბულ ორთაბრძოლაში „იესილგირესუნთან“ 3 ქულით – 90:87 წააგეს. სანიკიძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ვიქტორმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 5-ჯერ დაჯარგაანკარელთაგან 22 ქულით საუკეთესო მარტინას გეჩევიჩუსი გახლდათ.
7 მოგებითა და 11 წაგებით თედ კოლეჯლერი“ თურქეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილზე დაეშვა. მომდევნო მომდევნო ტური 28 თებერვალს გაიმართება. ერთმანეთს ვიქტორ სანიკიძისა და მანუჩარ მარკოიშვილის გუნდები – „თედ კოლეჯლერი“ და „დარუშაფაკა“ შეხვდებიან.