ვიქტორ სანიკიძე აღარ ხუმრობს. რაც ესტონურ „როკშია“, მან ყველაზე შთმბეჭდავი მატჩი გასულ ტურში ითამაშა. ესტონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ტარტუელებმა სტუმრად „პარნუ“ 93:56 გაანადგურეს, ხოლო სანიკიძემ 21 წუთში 29 ქულა მოიხვეჭა, რასაც 4 მოხსნა, 2 პასი და … 7 (!) ჩაჭრა მოაყოლა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სანიკიძემ 9 ორქულიანიდან ყველა ჩააგდო.
„ვიკამ“ არაერთი ბურთი ჩატენა, თუმც ის შორიდანაც უტევდა „პარნუს“ ფარს და 5 სამქულიანი ცდიდან 2 ჩააგდო, რასაც 6–დან 5 საჯარიმოც მოაყოლა და 29 ქულას მოუყარა თავი.
სანიკიძის დარად „როკის“ ხუთეულში ითამაშა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც მოედანზე 17 წუთი გაატარა და 11 ქულის, 5 მოხსნის, 2 პასისა და 1 ჩაჭრის მოგროვება მოასწრო.
„ტარტუ“ ესტონური ლიგის ლიდერია 18 მატჩიდან 17 გამარჯვებით.
ვიქტორ სანიკიძე ბურთს მეტოქის კალათში ტენის
სანიკიძის მორიგი ჩატენვა
… და კიდევ ჩატენვა