სანიკიძის 3 ქულა და გამარჯვება ვოლგოგრადში

სანიკიძის 3 ქულა და გამარჯვება ვოლგოგრადში

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ვითიბი ლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ყაზანელებმა ბოლგოგრადში ადგილობრივი „კრასნი ოკტიაბრი“ 78:69 დაამარცხეს.
ქართველმა ფორვარდმა 12:7 წუთი ითამაშა და 3 ქულასთან ერთად 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანიკიძემ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ამდენჯერვე დაკარგა. ვიქტორმა ბოლგოგრადელთა კალათს ერთხელ შეუტია და შორეული ტყორცნა მიზანში გაარტყა.
8 მოგება, 4 წაგება და ცხილში მე-4 ადგილი – ესაა ყაზანელთა მიმდინარე შედეგი. ვითიბი ლიგაში სანიკიძის გუნდი მორიგ მატჩს 12 იანვარს, ტალინში, „კალევთან“ დამართავს.