სანიკიძის 5 ქულა ქარშიაქასთან წაგებულ მატჩში

სანიკიძის 5 ქულა ქარშიაქასთან წაგებულ მატჩში

თურქეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი დათმო ვიქტორ სანიკიძის „თედ კოლეჯლერმა“. ანკარელებმა 24 ტურის მატჩი სტუმრად – „ქარშიაქათან გამართეს და შეხვედრა 79:90 დათმეს.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 21:07 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ვიქტორმა 3 ორქულიანი ააცილა, 4 სამქულიანიდან 1 ჩააგდო და 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ანკარელთა რიგებში საუკეთესო ლიტველი ლეგიონერი მარტინას გეჩევიჩიუსი იყო, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, ხორვატმა მარკო ტომასმა 17 ქულა მიითვალა, ამერიკელმა ჯეი ლუკასმა 15 ქულა მოაგროვა, მისმა თანამემამულე ფრანკ ელეგარმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 10 მოხსნა.
8 მოგებით და 16 მარცხით სანიკიძის გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 აპრილს, შინ, სტამბოლის “ბეშიქთაშთან” გამართავს.