სანიკიძის 7 ქულა პაოკ-თან და 5 – ოლიმპიაკოსთან

ევროლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასულმა ყაზანის „უნიკსმა“ საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მემორიალურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ანტიკური საბერძნეთის აკვან კრეტაზე ბეძენი კალათბურთელის, პეტროს ეკონომაკისის ხსოვნის ტურნირი გაიმართა.
ყაზანელები პირველ შეხვედრაში სალონიკის პაოკ-ს გაეჯიბრნენ და ოვერტაიმში 91:86 სძლიეს, ქართველმა ფორვარდმა კი 7 ქულა მიითვალა. სანიკიძის მონაგარი 5 ქულა იყო მე-2 თამაშში, რომელშიც “უნიქსმა” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 65:70 დამარცხდა.
ყაზანელები პირველ ოფიციალურ მატჩს 9 ოქტომბერს გამართავენ, როდესაც ვითიბი  პირველ ტურში სარატოვის “ავტოდორს” გაეჯიბრებიან.