სანიკიძის არყოფნაში “უნიკსი” მერვედფინალში გავიდა

ვიქტორ სანიკიძის არყოფნაში ყაზანის „უნიკსი“ ევროთასის მერვედფინალში გავიდა. რუსულმა გუნდმა აღნიშნულ ტურნირში ევროლიგიდან გადაინაცვლა და 6 ტურის თავზე G ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ყაზანელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთში, „ნიმბურკთან მოიგეს და პირველი ადგილი გაინაღდეს. რუსულმა გუნდმა მასპინძლები დაძაბულ ბრძოლაში – 84:79 დაამარცხა. სანიკიძემ 1 კვირის წინ მხრის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას გადის.
მერვედფინალში „უნიკსის“ მეტოქე J ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება. შესაძლოა ეს გუნდი გიორგი შერმადინის „კანტუ“ იყოს, თუმცა დღეს ამ ჯგუფში ბოლო ტური იმართება და ყაზანელების მეტოქის ვინაობა ოფიციალურად თამაშების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

G ჯგუფი

ჩაგდ

მიღე

+/-
უნიკსი

4

2

460

432

28
ზენიტი

3

3

439

479

-40
სტრასბური

3

3

450

433

17
ნიმბურკი

2

4

454

459

-5