ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველების გუნდებმა პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში გამარჯვებები მოიპოვეს, თუმცა ჩვენიანი კალათბურთელები ვერ გამოირჩნენ. დავიწყოთ ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსათი”, რომელმაც “მონბუსი” 85:58 გაანადგურა.
ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 13:20 წუთი გაატარა. მეტოქის სისუსტის და მოსალოდნელი იოლი გამარჯვების მოლოდინში სარაგოსელთა მწვრთნელმა გუნდის ლიდერები არ დატვირთა და სათამაშო დრო მეტ-ნაკლებათ ყველაზე თანაბრად გადაანაწილა.
სანიკიძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 3 ქულასთან ერთად ვიქტორს 4 მოხსნადა 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. სარაგოსელთაგან საუკეთსო ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გადასული გიორგი შერმადინის შემცვლელი, ჰენკ ნორელი გახდა, რომელმაც 23 წუთში 13 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
14 მოგებითა და 9 წაგებით “სარაგოსა” ცხრილშუ მე-6 ადგილზეა. სანიკიძის გუნდი მომდევნო ტურში, 23 მარტს, სტუმრად “ბრუხიას” დაუპირისპირდება. ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” ამ ტურში “ვალიადოლიდი” 84:68 დაამარცხა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 4 უნაყოფო წუთი გაატარა. 12 მოგებითა და 11 წაგებით კახასოლელები მე-8 ადგილზე არიან, მომდევნო მატჩს კი ბურჯანაძის გუნდი 23 მარტს, შინ “ლაბორალთან” გამართავენ.