სანიკიძის და მარკოიშვილის გუნდები ცხრილში ისევ დამეზობლდნენ

სანიკიძის და მარკოიშვილის გუნდები ცხრილში ისევ დამეზობლდნენ

        სერია A
 
გაიმარჯვა ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმაც“ და ცხრილში ისევ დაუმეზობლდა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“. ბოლონიელებმა შინ „ვარეზეს“ უმასპინძლეს და 80:67 სძლიეს.
ვიქტორ სანიკიძემ მისთვის საშუალოდ გამოყოფილი დროით – 18 წუთს ითამაშა და 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 5 ცდიდან 4 ორქულიან ი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
ამ გამარჯვებამ ბოლონიელები ცხრილში მე–5 ადგილზე გაამაგრა. 2 ქულით ნაკლები აქვს და მე–6 ადგილზე იმყოფება მარკოიშვილის „კანტუ“, რომელმაც გუშინ მილანის „არმანი ჯინსს“ მოუგო.
 
       ესპანეთის პრიმერადივიზიონი
 
მიუხედავად იმისა, რომ თამაში ხუთეულში დაიწყო, წარუმალებელი დღე ჰქონდა ნიკოლოს ცქიტიშვილს. მისი „ფუენლაბრადა“ სტუმრად მძლავრ „ხუვენტუდს“ ხვდებოდა და ისე წააგო, წარმატების შანსი არც ჰქონია – 69:95.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ხუთეულში იყო, თუმც მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა. ნიკა პასიურობდა, რადგანაც მეტოქის ფარისკენ მხოლოდ ერთხელ, ისიც არაზუსტად შეუტია. მან მოედანი უქულოდ დატოვა, მის ანგარიშზე 3 მოხსნა და 1 პასი იყო.
„ფუენლაბრადას“ 10 მოგება და 15 მარცხი აქვს. კლუბი მე–14 ადგილზე ჩამოქვეითდა, თუმცა საპლეიოფო 8 გუნდს შორის მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
მოგება-წაგებათა საპირისპირო ბალანსი აქვს საქართველოს ნაკრების ექს-გამთამაშებელ ტაირონ ელისის “კახასოლს”, რომელმაც “ვალიადოლიდი” 69:64 დაამარცხა. ელისმა 19 წუთში 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. ტაირონმა ორქულიანი, ორივე ჯარიმა და 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.