სანიკიძის და შერმადინის გუნდების მოგება და წაგება ევროთასის მეორე ტურში

სანიკიძის და შერმადინის გუნდების მოგება და წაგება ევროთასის მეორე ტურში

ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები გამართეს გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდებმა. სანიკიძის „უნიკსმა“ ჩეხურ „ნიმბურკს“ უმასპინძლა და 75:64 დაამარცხა, შერმადინის „კანტუმ“ კი დასანანი მარცხი განიცადა საბერძნეთში. იტალიურმა კლუბმა სალონიკში, პაოკ-თან ერთი ქულით – 77:78 წააგო.
ყაზანში სანიკიძის გუნდმა ზედმეტი გართულების გარეშე იმარჯვა. რუსულმა კლუბმა ყველა მეოთხედი მცირე სხვაობით მოიგო და საბოლოოდ 11 ქულით გაიმარჯვა. სანიკიძე სათდარიგო იყო და მთლიანობაში 10:10 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ვიქტორმა კარგად იმუშავა ფარქვეშ და 3 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

1 მოგებითა და ამდენივე მარცხით „უნიკსი“ 4-გუნდიან ჯგუფში მე-2 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 იანვარს შინ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ გამართავს. თითო მოგებ-წაგება აქვს შერმადინის გუნდსაც, რომელსაც საბერძნეთში გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 16 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 საჯარიმო და 5-დან 1 ორიანი ჩააგდო, 6 ქულა დააგროვა და ამას 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაყოლა.  „კანტუში“ 16 ქულით საუკეთესო ამერიკელი დეჟან ჯონსი იყო, ხოლო დარიუს ჯონსონ-ოდომმა 14 ქულა მიითვალა.
მომდევნო მატჩი კანტუელებს 20 იანვარს ბელგიაში, „ლიმოჟათან“ ელით.