სანიკიძის და სიენას ფინალს სერიის მე-7 მატჩი გადაწყვეტს

სანიკიძის და სიენას ფინალს სერიის მე-7 მატჩი გადაწყვეტს

ვიქტორ სანიკიძის „სიენამ’ ფინალში გასვლის კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მის მიღმა დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ნახევარფინალურ სერიაში 3:1 დაწინაურების შემდეგ სიენელებმა ზედიზედ 2 მატჩი წააგეს და ახლა სერიის მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა მეტოქის – „ვარეზეს“ მოედანზე გაიმართება.
 
ნახევარფინალური სერიის მე-6 მატჩს სიენელები მასპინძლობდნენ და ფინალში გასასვლელად მოგება სჭირდებოდათ, მაგრამ სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს და მოქმედ ჩემპიონს გამარჯვება არ დაანებეს. პირველი მეოთხედის შემდეგ „სიენა“ 27:15 იგებდა, თუმცა ვარეზელება ჩამორჩენა ჯერ 4 ქულამდე შეამცირეს, შემდეგ კი, ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 63:65 აგებდნენ. გადამწყვეტ ათწუთეულში სტუმრებმა წარმატებული თამაში განაგრძეს და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით, 82:80 მოიგეს, რაც მათი ამერიკელი ლეგიონერის, მაიკ გრინის დამსახურებაა. გრინის ანგარიშზე 20 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.
 
სიენელთაგან 17-17 ქულით ავსტრიელი ბენჯამინ ორტნერი და ამერიკელები – ბობი ბრაუნი და დევიდ მოსი გამოირჩნენ. ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 6 წუთს ითამაშა და ერთადერთი მოხსნის მითვლა მოასწრო. სანიკიძემ 1 სამქულიანი, ოღონდ არაზუსტად ესროლა.
 
გადამწყვეტი შეხვედრა 7 ივნისს, ვარეზეში გაიმართება.