სანიკიძის გუნდი იტალიაში ბობოქრობს

სანიკიძის გუნდი იტალიაში ბობოქრობს

ვიქტორ სანიკიძემ ჩინებულად ითამაშა დღეს, როცა მისმა „კანადიან სოლარმა“ იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ფერერა“ 68:63 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 15 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 10 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
ვიქტორ სანიკიძემ 5–დან ყველა ორქულიანი ჩააგდო, თითო საჯარიმო და სამქულიანი კი ააცილა.
იტალიის ჩემპიონატში დღეს 2 მატჩი გაიმართა და სანამ დანარჩენი შეხვედრები ჩატარდებიდეს, „კანადიან სოლარი“ ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა. კვიორას, აღდგომა დღეს, მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ შინ „კასერტას“ უმასპინძლებს.