დასანანი მარცხი იწვნია ვიქტორ სანიკიძის “სიენამ”. იტალიურმა კლუბმა საფრანგეთში “შალონთან” შეხვედრა დამატებით დროში, ანგარიშით 103:108 დათმო.
სიენელებს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვთ, მაგრამ გამარჯვება მაინც უნდოდათ. საფრანგეთში აუტსაიდერი „შალონი“ იტალიურ კლუბს მედგრად დაუხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედის წინ 5 ქულით ჩამრჩებოდა, საქმე დამატებით დრომდე მიიყვანა. ექსტრახუთწუთეულში კი შალონელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
გამარჯვებულებს შილბ ბლეიკმა 28 ქულით ულიდერა, ხოლო ჟან ადოლფმა 20 მიითვალა. სიენელთ ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 20 წუთი დაჰყო და თავი 4 ქულას, 5 მოხსნას და 2 პასს მოუყარა. სანიკიძემ 2 ორქულიანი ააცილა, 1 სამიანი ჩააგდო და 2–დან 1 საჯარიმო გამოიყენა. სიენელთაგან საუკეთესო შედეგი ბობი ბრაუნმა დააფიქსირა, რომელმაც 26 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი მიითალა.
სიენა 13 დეკემბერს ჯგუფურ ეტაპს პოლონურ „პროკომთან“ საშინაო მატჩით ასრულებს, რის შემდეგაც კენჭისყრას დაელოდება და ტოპ–16–ში მომავალ მეტოქეებს შეიტყობს.
B ჯგუფი
მაკაბი 7 2 732 646 86
უნიკახა 7 2 676 653 23
სიენა 5 4 791 749 42
ალბა 4 5 660 670 -10
შალონი 3 6 720 757 -37
პროკომი 1 8 609 713 -104