სანიკიძის გუნდს “ფენერბაჰჩეს” დამარცხებამდე მცირედი დააკლდა

სანიკიძის გუნდს “ფენერბაჰჩეს” დამარცხებამდე მცირედი დააკლდა

ვიქტორ სანიკიძეს გუნდმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ და საამაყო გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. გუნდი, რომელიც ევროლიგის ტოპ-16-ში დაუმარცხებლად ლიდერობს, კინაღამ „თედ კოლეჯლერთან“ შერცხვა. სანიკიძის გუნდმა ანკარაში გამართული შეხვედრა სტამბოლურ გრანდთან 70:71 დათმო.
სანიკიძემ მოედანზე 34:26 წუთი დაჰყო და მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო. ვიქტორმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, აქტივში კი 10 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება ჰქონდა. ანკარელთაგან 10-ქულიან ზღვარს ჯეი ლუკასი (17), მარკო ტომასი (15), მარტინას გეჩევიჩიუსი (12) და ფრანკ ელეგარი (12) ასცდნენ, “ფენერბაჰჩეს” კი ლუიჯი დატომემ (17), ეკპე უდომ (15) და ალი მუჰამედმა (15) ულიდერეს.
ანკარულ გუნდს 7 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე ჩაინაცვლა. „თედ კოლეჯლერს“ მორიგი მატჩი 7 თებერვალს, სტუმრად “უშაკთან” ელის.