სანიკიძის იტალიური 8 და ცინცაძის ბერძნული 12

სანიკიძის იტალიური 8 და ცინცაძის ბერძნული 12

ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსი” მეორე ლიგის ბინადარ “ფილენი იესის” სასპარინგოდ ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 89:86 იმარჯვა, ქართველმა კალათბურთელმა კი 8 ქულა მიითვალა.
სანიკიძემ 4-დან 2 სამქულიანი ზუსტად სტყორცნა, რასაც ზუსტი ორქულიანი დაუმატა და იტალიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ დასკვნითი მეოთხედის წინ ბოლონიელები მეტოქეს 65:52 ამარცხებდნენ, თუმცა, ბოლო პერიოდში 34 ქულა მიიღეს და გამარჯვება ძლივს შეინარჩუნეს.
ხვალ “ვირტუსი” Pirazzi di Verbania-ს მემორიალში ჩაებმება, სადაც მანუჩარ მარკოიშვილის “მედიკალ კანტუც” იასპარეზებს.
ტურნირის პირველ დღეს, ნახევარფინალებში, “კანტუ” “ჩიმბერიო ვარეზეს” ეთამაშება, ხოლო “ვირტუსი” – მილანის „არმანს“
ახლა გიორგი ცინცაძეზე ვთქვათ, რომელიც ბერძნული “ტრიკალას” რიგებში სულ უფრო იმყარებს პოზიციებს. ტრიკალელებმა პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” მორიგი საკონტროლო მატჩში 67:79 წააგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი საბერძნეთში გადაბარგების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 12 ქულის ჩაგდება შეძლო.
 “ტრიკალაში” ცინცაძეზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ კასიბ პაუელს აღმოჩნდა, ვის ანგარიშზეც 15 ქულა დაგროვდა.
 

ვიქტორ სანიკიძე “ვირტუსის” მაისურით