ვიქტორ სანიკიძემ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა „ტარტუ როკის“ შემადგენლობაში. ესტონეთის ჩემპიონატის მატჩში ტარტუელები კურემაას“ შეხვდნენ და ერთი ამოსუნთქვით – 100:56 დაამარცხეს.
სანიკიძემ ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 23 წუთი გაატარა და 22 ქულა, 11 მოხსნა და სეზონისთვის სარეკორდო 7 დაფარება მიითვალა.
ვიქტორმა 13-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
შედეგიანად გაისარჯა “როკის” მეორე ქართველი გიორგი ცინცაძეც, რომელმაც 24 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
გიორგიმ 4-ვე ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, 2 სამქულიანიდან კი 1 ჩააგდო.
ქართველთა კლუბი 10-დან 10 მოგებით ესტონეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.
ტარტუელები მომდევნო მატჩს 6 თებერვალს სტუმრად ტტუ–სთან გამართავენ.
ვიქტორ სანიკიძე (#13)