სანიკიძის ორმაგი დუბლი და “უნიკსის” გამარჯვება “ლიეტუვოს რიტასთან” (ვიდეო)

სანიკიძის ორმაგი დუბლი და “უნიკსის” გამარჯვება “ლიეტუვოს რიტასთან” (ვიდეო)

ვიქტორ სანიკიძემ “უნიკსის“ შემადგენლობაში მესამე და საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ლიტვაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ყაზანური გუნდი ამჯერად სოლიდურ ოპონენტს – ვილნიუსის „ლიეტუვოს რიტასს“ შეხვდა და მიუხედავად მეტ-ნაკლებად თანაბარი საწყისი 3 მეოთხედისა,საბოლოოდ 92:75 გაანადგურა.

სანიკიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა და 11 მოხსნა. ბომბარდირობა კი ამერიკელმა ჯეიმს უაიტმა და რუსმა პიოტრ გუბანოვმა გაიყვეს, რომლებმაც 17-17 ქულა დააგროვეს. ყაზანელთათვის ეს გახლდათ მესამე სპარინგ -მატჩი და მესამე გამარჯვება.აქამდელ 2 შეხვედრაში სანიკიძემ 13-13 ქულა დააგროვა.
ამით რუსულმა გუნდმა ლიტვური შეკრება დაასრულა და გეზი გერმანიისკენ აიღო, სადაც მომავალ უქმეებზე ოთხთა ტურნირი გახლავთ დაგეგმილი. შაბათს ნახევარფინალებია შედგება, კვირას კი, მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი. უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალში “უნიქსი” თურქული “ბანვითს” გაეჯიბრება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი გერმანული გუნდები – “ბროზე ბასკეტსი” და “მიტელდოიჩერი” იბრძოლებენ.