სანიკიძის სიენა იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა

სანიკიძის სიენა იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა

იტალიის თასის გათამაშების მეოთხედფინალი წარმატებით დაძლია ვიქტორ სანიკიძის “სიენამ”. მიმდინარე სერია „ა“-ს საუკეთესო 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა, სადაც სიენელთა მეტოქე „რეჯიო ემილია“ გახლდათ. მეტოქის ღირსეული წინააღმდეგობის მიუხედავად, სანიკიძის გუნდმა მეტოქე 82:73 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
 
ვიქტორ სანიკიძე სათადარიგო იყო და მთლიანობაში მოედანზე 19 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი, ხოლო 2-დან 1 სამიანი ჩააგო, ჯამში 5 ქულა მოაგროვა და ამას 5 მოხსნა და 1 პასი მიაბა. სიენელთაგან საუკეთესო ტრადიციულად ბობი ბრაუნი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
 
 
„სიენა“ ნახევარფინალში „დინამო სასარის“ შეხვდება, რომელმაც დაძაბულ დრძოლაში – ანგარიშით 98:96 „ბრინდიზი“ დაამარცხა.