სანიკიძის სიენა ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში 2:1 დაწინაურდა. სერიის მესამე შეხვედრაში სიენელებმა საკუთარ მოედანზე, ანგარიშით 72:59 დაამარცხეს „ვარეზე“.
 
ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 9 წუთი  ითამააშა და მოედანი 2 მოხსნით დატოვა. სიენელთა შორის 17 ქულით საუკეთესო დევიდ მოსი გახლდათ, 15 დააგროვა ბობი ბრაუნმა, ხოლო დანიელ ჰაკეტის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.
 
სერიის მე-4 შეხვედრა კვლავ სიენაში – 1 ივნისს გაიმართება. ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც 4 გამარჯვებას მოიპოვებს.