ევროლიგაში წარმატებით მოასპარეზე „სიენას“ ფეხი დაუცდა. ვიქტორ სანიკიძის გუნდმა თელ ავივში „მაკაბისთან“ ისე წააგო, წარმატების შანსი არ ჰქონია. მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და საბოლოოდ 31-ქულიანი სხვაობით – 92:61 დაამარცხა.
მოედანზე 16,17 წუთი იმყოფებოდა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც 6 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ვიქტორმა 4-დან 2-ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. იტალიურ გუნდში 13-13 ქულა დაუგროვდათ ბობი ბრაუნსა და კრისტიან კანგურს.
სიენელებს 8 ტურის შემდეგ 6 მოგება აქვთ და ცხრილში მეორე ადგილზე არიან. პარასკევს ითამაშებს თავის შეხვედრას გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსი“, რომელიც პირეოსში „კახა ლაბორალს“ უმასპინძლებს.
ჯგუფი F
მ
წ
ბურთების
შეფარდება
+/-
ბარსელონა
7
1
670
565
105
სიენა
6
2
608
617
-9
ხიმკი
4
3
569
532
37
ლაბორალი
4
3
551
528
23
ოლიმპიაკოსი
4
3
538
526
12
მაკაბი
3
5
620
587
33
ფენერბაჰჩე
2
6
612
721
-109
ბეშიქთაში
0
7
433
525
-92