სანიკიძის სიენამ ნახევარფინალური სერია გასვლითი გამარჯვებით გახსნა

სანიკიძის სიენამ ნახევარფინალური სერია გასვლითი გამარჯვებით გახსნა

გამარჯვებით დაიწყო იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“. სიენელების მეტოქე რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული „ვარეზეა“, რომელიც სანიკიძის გუნდმა სტუმრად 80:72 დაამარცხა და ოპონენტს მოედნის უპირატესობა აართვა.
 

 
მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და ბოლო მეოთხედამდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ანგარიში 52:52 იყო, თუმცა ბოლო პერიოდში სიენელებმა იყოჩაღეს, პერიოდი 28:20 მოიგეს და ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყეს.
 
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ფორვარდმა 17 წუთი ითამაშა და სიენელებს 4 ქულა და 6 მოხსნა შესძინა. ვიქტორმა 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. გამარჯვებულებს ბობი ბრაუნმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 17 ქულა ჰქონდა დევიდ მოსს, 10 – დანიელ ჰაკეტის.
 
სერია 4 გამარჯვებამდეა, მორიგი მატჩი კი 28 მაისს ისევ ვარეზეში გაიმართება.