ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფი გამანადგურენელი მარცხით დაიწყო. სერია „ა“-ს რეგულარულ ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გასული სიენელები მეოთხედფინალში მე-4-ზე გასულ მილანის „არმანის“ ხვდებიან. სერია 4 მოგებამდე გრძელდება, რომლის პირველ მატჩში მილანელებმა 103:79 მოიგეს.
ქართველი ფორვარდი ძირითად ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 18 წუთი გაატარა. სანიკიძემ მთელი ამ დროის განმავლობაში მეტოქის ფარს ერთხელ შეუტია, თუმცა მისმა სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია. ვიქტორმა თამაში 5 მოხსნით და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მისი თანაგუნდელებიდან ამერიკელი ახალწვეული დეონტე ქრისმასი გამოირჩა, რომელმაც 27 წუთში 30 ქულა მიითვალა. სიენელთა გამთამაშებელმა ბობი ბრაუნმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
სერიის მორიგი შეხვედრა კვლავ მილანში, 12 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც 2 შეხვედრას – 14 და 16 მაისს – სიენა უმასპინძლებს.