ვიქტორ სანიკიძის ბრწყინვალე დებიუტი თურქულ სუპერლიგაში. პირველი ტურის მატჩშ „თედ კოლეჯი“ სტუმრად „ფენერბაჰჩეს“ შეხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დამარცხდა. ანკარელებმა ვარსკვლავურ „ფენერბაჰჩეს“ სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს, საბოლოოდ კი 16 ქულით – 81:97 დამარცხდნენ.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა. ქართველ ფორვარდზე მეტი ანკარელთაგან მხოლოდ კანერ ერდენიზმა – 34 წუთი ითამაშა. ვიქტორმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 11 ქულასთან ერთად სანიკიძემ 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 ერთეული შეადგინა და ის ამ შედეგით თანაგუნდელთანგან მხოლოდ ერდენიზს ჩამორჩა, რომელმაც 19 ქულა და ამდენივე მარგი ქმედების კოეფიციენტი დააგროვა. ფენერბაჰჩეში 32 ქულით საუკეთესო იყო ჩეხი იან ვესელი, ნბა გამოვლილმა ლუიჯი დატომემ კი 16 ქულა მიითვალა.
თურქეთის ჩმპიონატის მეორე ტურში „თედ კოლეჯი“ 17 ოქტომბერს „უშაკს“ უმასპინძლებს.