ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ევროლიგაში მიჯრით მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ყაზანური გუნდი იტალიაში, „დინამო სასარის“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 72:68 დაამარცხა.
გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ამერიკელმა დორ ფიშერმა, რომელმაც 37 წუთში 23 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. 14 ქულა მოაგროვა ჯეიმს უაიტმა, ხოლო კურტის ჯერელსმა რუსულ კლუბს 11 ქულა მიაშველა.
ქართველი ლეგიონერი სათადარიგო იყო და მოედანზე 2:11 წუთით გამოჩნდა. სანიკიძეს ამ მცირე დროში არც ერთი სტატისტიკური მონაცემი არ მიუთვლია, თუმცა დაცვაში კარგად ირჯებოდა.
4 მოგებითა და 4 მარცხით „უნიკსი“ „ა“ ჯგუფში მე-3 ადგილზეა და დარჩენილ 2 ტურში 1 გამარჯვებაც ჰყოფნის, ჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა რომ გაინაღდოს. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი 12 დეკემბერს ყაზანში კაუნასის „ჟალგირისთან“ ჩაატარებს.
A ჯგუფი
მოგება
წაგება
ბურთების
შეფარდება
+/-
რეალი
6
2
700
647
53
ეფესი
6
2
592
541
51
უნიკსი
4
4
604
583
21
ჟალგირისი
4
4
574
557
17
ნიჟნი ნოვგოროგი
3
5
621
688
-67
დინამო სასარი
1
7
621
696
-75