საფრანგეთმა ევრობასკეტის ბრინჯაოს მედლები მოიგო

საფრანგეთმა ევრობასკეტის ბრინჯაოს მედლები მოიგო

ევრობასკეტის მასპინძელი და მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი ბრინჯაოს მედლების მფლობელი გადხა, რაც ტურნირის დაწყებამდე რომ შეგეთავაზებინათ, ზედაც არ შემოგხედავდათ.
ფრანგებს ნახევარფინაალში ტრაგედია შეამთხვია არაერთი ლიდერის გარეშე მობურთალმა ესპანეთმა. რაკი ოქროსთვის ბრძოლა დასრულდა, ფრანგებს სხვა გზა აღარ დარჩათ – დარჩენილი ბრინჯაოსთვის მოსაგები ძალები საკუთარ თავში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იპოვეს და ასევე საჩემპიონო ამბიციებისს მქონე, თუმცა ნახევარფინალში ლიტვასთან დაცემულ სერბეთს მარცხი აგემეს.
მე-3 ადგილისთვის მატჩი არ დაძაბულა. თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ ფრანგებმა უპირატესობა მოიხელთეს და შეხვედრის საფინალო წამამდე ისე მივიდნენ, სერბეთი სათოფეე არ გაიკარეს – 81:68. მასპინძელთაგან 20 ქულით საუკეთესო გახლდათ ნანდო დე კოლო, რუდი გობერმა კი 15 ქულასთან ერთად 14 მოსნაც მიითვალა.
საფრანგეთისთვის ეს ბრინჯოს მედალი იყო ისტრიაში მე-6 1937, 1951, 1953, 1959 და  2005 წლების შემდეგ.

მე-3 ადგილისთვის საფრანგეთი – სერბეთი 81:68 16:16, 21:16, 21:12, 23:24 საფრანგეთი: დე კოლო (20ქ, 4პ, 3მ), გობერი (15ქ, 14მ, 3დ), ფურნიე (15ქ, 5მ), პარკერი (13ქ, 4პ) სერბეთი: ბოგდანოვიჩი (14ქ, 3პ), ბიელიც (12ქ, 6მ), რადულიცა (11ქ, 8მ, 4პ)