16 წლამდელებში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ტურამდე არ იყო ცნობილი იმ გუნდთა სრული ვინაობა, რომლებიც ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებდნენ.
„ქუთაისს“, „მართვე–4“–ს და „მართვე–3“–ს ნახევარფინალის საგზური განაღდებული ჰქონდათ – გასარკვევი იყო პლეი ოფის ბოლო, მეოთხე საგზურის მფლობელის ვინაობა, რომელიც „51–ე სკოლისა“ და „მართვე–1“–ის მატჩში უნდა გარკვეულიყო.ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილმა „51–ე სკოლამ“ პირველ წრეში 68:60 დაამარცხა ზურაბ სამხარაძის „მართვე–1“. აქედან გამომდინარე, მართველებს 8 ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვება ესაჭიროებოდათ, რათა ქულები თანაბარი ექნებოდათ და ყველაფერი პირად შეხვედრებს უნდა გადაეწყვიტა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ბოლო მეოთხედამდე გაურკვეველი იყო, ვინ მოიგებდა, თუმც საბოლოოდ ქაჯაიას შეგირდებმა იყოჩაღეს, ოთარ ფხაკაძისა და სანდრო მეგენეიშვილის დახმარებით იმარჯვეს და თავის გუნდს ნახევარფინალის საგზური მოუტანეს.რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში „მართვე–3“–მა იოლი გამარჯვება მოიპოვა „აფხაზეთთან“, რამაც ამ გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი მოუტანა.ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: „მარტვე–3“ – „51–ე სკოლა“, „ქუთაისი“ – „მართვე–4“. ნახევარფინალურ სერიაში გამარჯვება ორ მოგებამდეა, თამაშები კი 23 აპრილიდან განახლდება.