საქართველო და უკრაინა თბილისური ტიტულისთვის შეერკინებიან

საქართველო და უკრაინა თბილისური ტიტულისთვის შეერკინებიან

თბილისის საერთაშორისო ტურნირი. 23–25 ივლისი. სპორტის სასახლე
საქართველო 69:65 ბელარუსი
20:10 18:14 14:13 17:28
 
საქართველო: ცინცაძე (7), გრინი (7ქ, 3მ, 3პ), შენგელია (4), სანიკიძე (4), ფაჩულია (16ქ, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა), გამყრელიძე, შერმადინი (1), ტუღუში, მარკოიშვილი (13), ჰოსლი, ცქიტიშვილი (17)
 
ბელარუსი: კუდრიატსაუ (5), კორშუკი (14), ულიანკო (2), ტრასინეცკი (3), ალექსეევი (6), სტიგერსი (6), განდლინი (4), კუზმინი (2), კუჩინსკი (4), ლაშკევიჩი (6), პუსტავარ (6), პალიაშუკი (7)
 
უკრაინა 80:63 რუმინეთი
16:9 20:13 14:23 30:18
 
უკრაინა: გლადირი (19), პუსტოზვანოვი (15), კრავცოვი (13)
რუმინეთი: მოლდოვანუ (13), სილვასანი (10)
 
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩშიც იმარჯვა და თბილისის საერთაშორისო ტურნირის  მოგებამდე უკრაინის დამარცხება აკლია. უკრაინელებმა თავის მხრივ რუმინელები დაჯაბნეს და ქართველების დარად მათაც 2 გამარჯვება აქვთ.
 
ქართველებს დაუბრუნდათ პირველ მატჩში მცირე ტრავმის გამო დასვენებული ზაზა ფაჩულია, რომელმაც გუნდს დიდი დახმარება გაუწია. სერიოზული არ აღმოჩნდა გიორგი ცინცაძის ტრავმა და ის სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ.
 
კოკოშკოვმა ამჯერადაც ბევრი ცვლილება გააკეთა, თან ამის საშუალებას ჩვენების კარგი თამაში აძლევდა – ქართველები თავიდანვე რომ დაწინაურდნენ, მეტოქე მთელი მატჩის განმავლობაში გვარიანად ჰყავდათ ჩამოტოვებული – ხან 10, ხან 15, ხანაც 17 ქულით. ბოლო მეოთხედში კი ბელარუსებმა იძალეს, სამქულიანები ჩაგვიგდეს, ქართველებმა კი აღარ გაიჭირვეს და მოგებამდეც მშვიდად მივიდნენ.
 
გამოირჩა ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც არცთუ დიდ ხანს – 19 წუთს იყო მოედანზე და ბომბარდირობასაც გამოჰკრა ხელი. ნიკამ 7 ცდიდან 4 სამქულიანი და 6–დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 17 ქულას მოუყარა თავი და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო  შედეგი აჩვენა.
სნაიპერული თვისებები მანუჩარ მარკოიშვილმაც გამოიჩინა, რომელმაც 4–დან 3 სამიანი ჩააგდო, სულ კი 13 ქულა მოაგროვა. ამერიკელი ტორინ გრინმა კი გაცილებით უკეთ ითამაშა, ის საქარტველოს ნაკრებს ნელ–ნელა ეწყობა, ხოლო ქუინტონ ჰოსლის გუნდთან ადაფტაცია ცოტა ნელი ტემპით მიმდინარეობს.
 
იგორ კოკოსკოვს 26 წუთზე მეტ ხანს არავის უთამაშებია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ჯერაც ძიებაშია. ასეც უნდა იყოს, რადგან მოსამზადებელი მატჩები სწორედ მოთამაშეების გამოსაცდელად არსებობს და არა დამაჯერებელი გამარჯვებების მოსაპოვებლად. გამარჯვებების დრო აგვისტოდან დადგება, როცა ევროპის შესარჩევი ტურნირის მატჩები დაიწყება.
 
 
უკრაინა
2
2
0
152:131
4საქართველო
2
2
0
144:133
4ბელარუსი
2
0
2
133:141
2რუმინეთი
2
0
2
131:155
2