საქართველო ევრობასკეტზე ისრაელის ჯგუფში მოხვდა

საქართველო ევრობასკეტზე ისრაელის ჯგუფში მოხვდა

მაშ ასე, რამდენიმე წუთის წინ სტამბოლში დასრულდა ევრობასკეტ 2017-ის კენჭისყრა, რომელმაც გაარკვია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელში მიდის, სადაც 31 აგვისტოდან კონტინენტის პირველობაზე ჩაებმება და ისევე როგორც წინა 3 ევრობასკეტზე, ამჯერადაც ჯგუფიდან გასვლას ეცდება.
ჩვენი მეტოქეები B ჯგუფში იქნებიან: ისრაელი, ლიტვა, იტალია, გერმანია და უკრაინა. 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში, ანუ მერვედფინალში 4 საუკეთესო გადის. პლეი ოფის მატჩები თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება.
ასე გამოიყურება ჯგუფების სრული შემადგენლობა: