ქართველმა ახალგაზრდებმა მეორე ტესტ-მატჩიც მოიგეს
საქართველო – ირანი 93:7528:12, 28:21, 16:20, 21:2223 ივნისი. რუსთავი. 750 მაყურებელი
საქართველო: მათიაშვილი (14 ქ. 7 მ), გ. შერმადინი (14 ქ. 10 მ. 3 დ), დიდია (14 ქ. 6 მ. 6 პ. 4 ჩ), მ. ბერიშვილი (12 ქ. 3 მ), ჭოჭუა (10 ქ), ჯგერენაია (7 ქ. 4 მ), ფარღალავა (6 ქ. 4 მ. 3 ჩ), ცეკვავა (5 ქ), ლაფანაშვილი (3 ქ), გულისაბედაშვილი (3 ქ), ფაცაცია (2 ქ. 11 მ. 2 დ), გაფრინდაშვილი (2 ქ. 5 პ), წივწივაძე (2 ქ).ირანი: არსალან კაზემი (18 ქ. 14 მ. 4 დ. 4 პ. 2 ჩ), მეჰდი შირჟანგი (15 ქ. 6 პ. 5 მ).
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ირანის ნაკრებს მეორე ტესტ-მატჩიც მოუგო. ჩვენმა მოთამაშეებმა წინა შეხვედრის დარად, ამჯერადაც 93 ქულა დააგროვეს, მაგრამ მეტოქეს მხოლოდ 75 გააკეთებინეს და ბევრი შეცდომის მიუხედავად, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. საბოლოო ანგარიში გიორგი შერმადინმა დააფიქსირა, რომელმაც საფინალო სირენასთან ერთად ზუსტი საშუალო სროლით შეხვედრას წეტილი დაუსვა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ირანის ნაკრების კაპიტნის, არსალან კაზემის ძალიან კარგი თამაში, რომელმაც პირველი მატჩის დარად, ამჯერადაც ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა. კაზემის ანგარიშზე ორ შეხვედრაში უკვე 29 (!) მოხსნა და 7 დაფარებაა.ანგარიშში სხვაობა გაცილებით სოლიდური იქნებოდა, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დავით უსტიაშვილს სასტარტო ხუთეულის წევრები დიდხანს რომ არ დაესვენებინა.
დავით უსტიაშვილი (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მოგების მიუხედავად, კმაყოფილი არ ვარ. შეცდომებს ვუშვებთ, თუმცა წინ კიდევ სამი ამხანაგური შეხვედრა გველის და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდი ოპტიმალურ კონდიციებში იქნება”.
რეზა ნური (ირანის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დღეს მეტით წავაგეთ, თუმცა პირველ შეხვედრასთან შედარებით, ნაკლები შეცდომა დავუშვით. ძალიან ათლეტური გუნდი გყავთ, ხოლო დარბაზი კი მშვენიერი იყო. მაინც და მაინც ბევრი გულშემატკივარი არ ეტევა, თუმცა ასეთ დარბაზში თამაში მაინც სასიამოვნოა”.