სლოვენიის მყუდრო ქალაქ პოსტოინას მღვიმეში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა. კონტინენტის პირველობის 24 გუნდი ჯგუფებში გაანაწილეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირველესად საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გვაინტერესებს. მაშ ასე:
C ჯგუფი (ცელიე)
ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, საქართველო, პოლონეთი, ჩეხეთი
A ჯგუფი (ლიუბლიანა)
საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, უკრაინა, ისრაელი, ბელგია
B ჯგუფი (იესენიცი)
მაკედონია, ლიტვა, ჩერნოგორია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია, სერბეთი
D ჯგუფი (კოპერი)
რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, ფინეთი, თურქეთი, შვედეთი
საქართველოს ნაკრების კალენდარი
4 სექტემბერი
საქართველო – პოლონეთი
5 სექტემბერი
ხორვატია – საქართველო
7 სექტემბერი
საქართველო – სლოვენია
8 სექტემბერი
ჩეხეთი – საქართველო
9 სექტემბერი
საქართველო – ესპანეთი
თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გუნდი გავა. შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ბრძოლას 12 გუნდი გააგრძელებს, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდებიან. თითო 6-გუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4 საუკეთესო გავა.