საქართველო მერვედფინალშია! კალათბურთელებს პრემიერ-მინისტრი ულოცავს

საქართველო მერვედფინალშია! კალათბურთელებს პრემიერ-მინისტრი ულოცავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა დღეს C ჯგუფში მეორე მატჩი მასპინძლებთან, ხორვატებთან მოიგო და პირველი ეტაპი 2 გამარჯვებით დახურა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩვენი ჯგუფის ბოლო მატჩი, რომელშიც საბერძნეთმა 68:65 დაამარცხა ჰოლანდია და საქართველომ ევრობასკეტის მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
ცნობილია საქართველოს მეტოქეც. მერვედფინალში, 13 სექტემბერს, საქართველო ლიტვას შეხვდება.
საქართველოს ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ქართველ კალათბურთელებს მერვედფინალში გასვლა მოულოცა და პლეი ოფში, ლიტვასთან მატჩში წარმატება უსურვა.