საქართველოსა და ამერიკის სტუდენტური ლიგის გასული წლის ოთხთა ფინალისტის, მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდ „სპარტანსის“ მატჩი თბილისის დრით 20:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით იხილავთ.
ეს გხლავთ იტალიის ქალაქ ტრიესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ბოლოსწინა მატჩი. საქართველო – მიჩიგანის შემდეგ გაიმართება იტალიისა და რუსეთის მატჩი, რომლის გამარჯვებულიც ტურნირზე პირველ ადგილს დაიკავებს. იტალიამაც და რუსეთმაც მანამდე გამართული ორივე შეხვედრა მოიგო.
წინა მატჩებისგან განსხვავებით, საქართველო-მიჩიგანის მატჩში თითო გუნდს განაცხადში ზოგადად დაშვებული 12-ის ნაცვლად 14 მოთამაშე იქნება – ეს გუნდების შეთანხმების საფუძვეზე მოხდა. შესაბამისად, დღეს საქართველოს ნაკრების თოთხმეტივე კალათბურთელი მოედანზე გასასვლელად მზად იქნება.
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულში ცვლილებაა. ბექა ბურჯანაძის ნაცვლად სასტარტოში ადგილს თორნიკე შენგელია დაიკავებს.
სასტარტო ხუთეული: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია
მატჩის ლაივ-ნგარიშის თვალ-ყურის დევნება შეგეძლებათ შემდეგ ბმულზე: http://www.fibalivestats.com/u/FIP/138948/