საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი გამარჯვება. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ტრავმაგამიზეზებული ზაზა ფაჩლიას გარეშე მოთამაშე საქართველომ რუმინეთს ზედმეტი გართულების გარეშე, შეიძლება ითქვას, იოლად მოუგო. კოკოშკოვის გუნდმა ოთხივე მეოთხედი თავის სასარგებლოდ დაასრულა და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით – 91:74 მოიგო.
ხუთეულში ფაჩულიას ნაცვლად გიორგი შერმადინი გამოჩნდა, რომელმაც დასაწყისში დამაჯერებლად ითამაშა და ქართველების დაწინაურებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პირველი ათწუთეული საქართველომ 23:21 მოიგო, მეორე პერიოდში კი მეტი დამაჯერობლით ითამაშა და დიდი შესვენებისთვის წინ 8 ქულით გაიჭრა – 47:39.
მესამე მეოთხედში თანაბარი თამაში გაჩაღდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა 14 ქულით დაწინაურება მოახერხეს, მასპინძლებმა შორი სროლებით მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება და გადამწყვეტი მეოთხედის წინ კოკოშკოვის გუნდის მარაგში 10 ქულა იყო – 69:59.
ბოლო ათწუთეულში რუმინეთი სამქულიან სროლებზე გადავიდა და ერთხანს ჩამორჩენა 4 ქულამდეც (65:69) შეამცირეს, თუმცა იგორ კოკოშკოვმა წუთშესვენება აიღო და მოედანზე დაბრუნებული ქართველებმა მატჩში გარდამტეხი ცვლილება შეიტანეს. ჯეიკობ პულენმა , გიორგი ცინცაძემ, ვიქტორ სანიკიძენ, მანუჩარ მარკოიშვილმა და განსაკუთრებით თორნიკე შენგელიამ შედეგიანად ითამაშეს და საბოლოოდ საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანეს.
ორმაგი დუბლით მატჩის საუკეთესო შეგედი თორნიკე შენგელიამ აჩვენა, რომელმაც 23 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. 10 ქულიან ზღვარს კიდევ 4 კალათბურთელი გადაცდა – მარკოიშვილი (17), პულენი (16), სანიკიძე (13) და ცინცაძე (12). ამ უკანასკნელმა განსაკუთრებით მეოთხე პერიოდში იყოჩაღა, როცა კრიტიკულ მომენტში ზედიზედ 4 ქულა და შედეგიანი გადაცემები მიითვალა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი. 2 სექტემბერი
რუმინეთი 74:91 საქართველო
21:24, 18:23, 20:22, 15:22
სრული სტატისტიკა:
http://www.eurobasket2013.org/en/cid_8Xfg3jZMG1QuJnp6pnUWd3.gameID_8830-D-13-7.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.season_2013.roundID_8721.teamID_.html
D ჯგუფი
2 სექტემბერი
ბოსნია – ჰოლანდია 99:83
1.
ბოსნია
6
4/2
536/511
10
2.
საქართველო
5
4/1
434/400
9
3.
ლატვია
5
3/2
414/353
8
4.
ჰოლანდია
6
2/4
497/543
8
5.
რუმინეთი
6
1/5
434/508
7