საქართველომ ევროჩემპიონატზე სლოვენია ოვერტაიმში დაამარცხდა და ჯგუფს წაუგებლად ლიდერობს

საქართველომ ევროჩემპიონატზე სლოვენია ოვერტაიმში დაამარცხდა და ჯგუფს წაუგებლად ლიდერობს

ევროპის ჩემპიონატი. B  დივიზიონი. ესტონეთი. ტალინი. 7 აგვისტო
სლოვენია 69:70 საქართველო
 
საქართველომ ისევ დამატებით მოიგო და ისევ ერთი ქულით. გია კაზანჯიანის გუნდმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუპოვარი გუნდია და გადამწყვეტ მომენტში კი არ იბნევა, უფრო მობილიზებულად თამაშობს და გამარჯვებასაც აღწევს. თუკი ქართველმა 16–წლამდელებმა გუშინ ბელგიას მოუგეს (65:64) დამატებით დროში, ახლა ბელგიელთა პირველ ტურში 22 ქულით გამანადგურებელ სლოვენიას აჯობეს – 70:69.
 
ბელგიასთან მატჩის არ იყოს, პირველი მეოთხედი აქაც 16:16 დასრულდა. სლოვენიელებმა კარგად კი დაიწყეს თამაში და 8:1 დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ქართველების ჯერი დადგა და ბექა ბურჯანაძისა და ნიკა რამიშვილის აქტიურობის შედეგად თამაში გათანაბრდა.
 
მეორე მეოთხედი ქულა–ქულაში წარიმართა, თუმცა დიდ შესვენებაზე ქართველებმა 2–ქულიანი უპირატესობით მოახერხეს გასვლა – 26:24. მესამე ათწუთეულში სლოვენიელებმა ტემპს უმატეს და მეოთხედის მიწურულისკენ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს – 38:30. აქ დიდი შანსი იყო, სლოვენიელებს ქარტველები გაეტეხათ, მაგრამ კაზანჯიანის გუნდმა დარჩენილ 3 წუთში 11:2 იძალა – მიქელაძემ, რამიშვილმა და ლერი კვანტალიანმა ზუსთად იტამაშეს და ბოლო მეოთხედის წინ საქართველო კვლავ დაწინაურდა: 41:40.
 
ბოლო მეოტხედში უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა, ქართველებს ძირითადად ბექა ბურჯანაძე ლიდერობდა, რომელიც საბოლოოდ საუკეთესო მოთამაშე გახდა (21 ქულა, 17 მოხსნა). ძირითადი დროის დასრულებამდე 4 ქუთოთ ადრე მატიკ მაჩეკის სროლის შემდეგ სლოვენია 53:50 დაწინაურდა. ქართველებმა სლავებს ბექა ნადირაძის ორიანით და მიქელაძის სამიანით უპასუხეს და სირენამდე წუთნახევრით ადრე 55:53 გალიდერდნენ. ლუკა კოკოლი დასრულებამდე 33 წამით ადრე სამქულიანს გვიგდებს, სლოვენიას ქულით აწინაურებს, ხოლო ბურჯანაძე საპასუხო შეტევაში ბურთს კარგავს. სლოვენიელ ალეკსეი ნიკოლიჩზე რამიშვილი ჯარიმდება და საქართველო თითქოს განწირულია. ნიკოლიჩი საფინალო სირებამდე 15 წამით ადრე პირველ საჯარიმოს აგდებს, თუმცა მეორეს აცილებს და ქართველებს 2 ქულის გაბათილება სჭირდებათ.
 

 
ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წამით ადრე კოკოლი მიქელაძეზე ჯარიმდება, ჩვენიანი კი უბადლოდ ასრულებს ორივე ტყორცნას და ანგარიშს ათანაბრებს – 57:57. სლოვენიელები გადამწყვეტ სროლას აცილებენ და დამატებითი დრო ინიშნება.
 
ოვერტაიმში ქართველებმა შესაშური მიზანი გამოავლინეს. ჯერ ლევან ლოლიშვილმა ჩააგდო სამქულიანი, შემდეგ რამიშვილმაც ზუსტად ისროლა შორიდან, ბექა ბურჯანაძის ჩაგდებული ორიანის შემგედ კი საქართველო 7 ქულით დაწინაურდა – 69:62. თამაშის დასრულებამდე წუთნახევარი რჩებოდა, თუმცა სლოვენიელებმა მოახერხეს კასტელიჩისა და კოპაჩის ქულებით ანგარიშის შემცირება (66:69), თუმცა მიქელაძემ დასრულებამდე 9 წამით ადრე 1 საჯარიმო ჩააგდო, ჩვენები 4 ქულით დააწინაურა და საქართველო მიუწვდომელი გახადა. დარჩენილ დროში ქართველებს ხელი აღარ შეუშლიათ მეტოქესთვის და სლოვენიელებმაც არაფრისმომცემი სამქულიანით დაასრულეს მატჩი.
 
საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია 3–დან 3 გამარჯვებით. ლუქსემბურგელებმა დღეს ბელგია დაამარცხეს და გარკვეული ჯერ არაფერია. ხვალ სლოვენია და ლუქსემბურგი თამაშობენ და თუ სლოვენია იმარჯვებს, ქართველებმა ბოლო ტურში აუცილებლად უნდა დაამარცხონ ლუქსემბურგი – ანაც იმაზე ნაკლებით უნდა წააგონ, რამდენითაც ლუქსემბურგი სლოვენიასთან დამარცხდება. თუკი საქართველო 9 აგვისტოს ლუქსემბურგს მოუგებს, ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე შედარებით სუსტი გუნდები შეგვხვდება.
 
1.         საქართველო        3          3/0       218/194          6
2.         ლუქსემბურგი         2          2/0       144/137          4
3.         სლოვენია                 2          1/1       140/119          3
4.         ბელგია                      3          0/3       186/214          3
5.         რუმინეთი                2          0/2       125/149          2