საქართველომ კონიას საერთაშორისო ტურნირი 2 მოგებით დაასრულა

საქართველომ კონიას საერთაშორისო ტურნირი 2 მოგებით დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კონიას საერთაშორისო ტურნირი 2 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა. ბოლო ტურში ქართველები ბულგარეთს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 65:68 წააგეს. საბოლოოდ, ბულგარეთსა და საქართველოს 2-2 მოგება დაუგროვდათ და ურთიერთშეხვედრაში უპირატესობის გამო სლავებმა მე-5 ადგილი დაიკავეს, საქართველო კი მე-6-ზე გავიდა.
ბულგარეთთან შეხვედრა საქართველომ შედეგიანად დაიწყო: პირველი მეოთხედი 14:8 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი 14 ქულით დაწინაურდა. ქართველებმა ვერ მოახერხეს ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნება. მესამე პერიოდი 17:25 დათმეს, ბოლო 10-წუთეულში კი ბულგარელებმა საბოლოოდ მოახერხეს ჩვენების გადასწრება და 3 ქულით გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ლაშა მიქელაძე, რომელმაც 20 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. ორგანიზატორებმა ყოველი მონაწილე ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს და ეს ტიტული სწორედ ლაშა მიქელაძეს ერგო. 17 ქულით დაასრულა ბულგარეთთან შეხვედრა რატი ანდრონიკაშვილმა.
ტურნირის გამარჯვებული გახდა თურქეთის ნაკრები, რომელმაც დღეს ორი დაუმარცხებელი გუნდის მატჩში ლიტვას 87:82 სძლია. მესამეზე გავდა არგენტინა.

საბოლოო ცხრილი