ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. C ჯგუფი.
ლოძი, პოლონეთი. 17 აგვისტო. ატლას არენა.
პოლონეთი 67:58 საქართველო
12-8, 23-17, 12-11, 20-22
მსაჯები: ბორის რიჟუკი (უკრაინა), სერგეი მიხაილოვი (რუსეთი), ვაცლავ ლუკეში (ჩეხეთი)
საქართველოს ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირის მორიგი ტურის მატჩი პოლონეთში 58:67 წააგო, თუმცა ამ შედეგმა მასპინძლებს დიდი სიხარული მოჰგვარაო, ვერ ვიტყვით. რეპორტაჟს პირველი არხი გადმოსცემდა და საფინალო სირენის შემდეგ მასპინძლებს გამარჯვებით მოგვრილი სიხარული დიდად არ გამოუხატავთ. საქმე იმაშია, რომ მასპინძლებს მინიმუმ 19 ქულით უნდოდათ გამარჯვება, რადგან თბილისში 2 აგვისტოს წაგებული სხვაობა გაებათილებინათ. ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ თუკი ბოლოს გუნდებს ერთნაირი ქულები დაუგროვდებათ, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებულ–მიღებულ ბურთების სხვაობას მიენიჭება.
საქმე კი იქით მიდის, რომ დიდი შანსია, სწორედ პოლონეთმა და საქართველომ დააგროვონ თანაბარი ქულები. ამ შემთხვევაში კი ქართველებს უკვე არხეინად შეუძლიათ ყოფნა, რადგან პოლონელებთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვთ. საქართველოს ამოცანა მარტივია – თუკი დარჩენილ სამივე მატჩს მოიგებს, ჩვენი ნაკრები ჯგუფში პირველზე და შესაბამისად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავა.
ლუკაშ კოზარეკი და გიორგი ცინცაძე
რაც შეეხება პოლონეთში გამართულ მატჩს, ის მასპინძლების ლიდერობით დაიწყო და ასევე დასრულდა. საქართველოს ნაკრები გამუდმებით ცდილობდა და ახერხებდა კიდეც მეტოქესთან მიახლოებას, მაგრამ მასპინძლები მაინც ზრდიდნენ უპირატესობას და ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ, ბოლო მეოთხედში უპირატესობა 16 ქულამდეც გაზარდეს. აქ კი საქართველოს ნაკრებმა იყოჩაღა, მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ და ტორინ გრინმა მნიშვნელოვანი სამქულიანები ჩააგდეს, ზაზა ფაჩულიამ კი ფარქვეშ აჯობა მეტოქეებს, რამაც საქართველოს ნაკრების ჩამორჩენა 10–ქულიან ზღვარს ჩამოაცილა და თამაშიც დასრულდა.
ქართველებმა მეტოქეს არაერთ მაჩვენებელში აჯობეს. სამქულიანები მეტი ჩააგდეს, ჯარიმებიც მეტი და უკეთესი პროცენტულობით მიითვალეს, მოხსნებში პოლონელებს 7–ით ვაჯობეთ, ჩაჭრებიც მეტი გვქონდა და ჯარიმებიც ნაკლები მივიღეთ, თუმცა მასპინძლებმა სამწამიანში გვაჯობეს და საშუალო მანძილიდან სროლებიც უკეთესად შეასრულეს. გადამწყვეტი კი სწორედ ეს აღმოჩნდა.
ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში ბულგარეთმა პორტუგალია 103:64 გაანადგურა და ახლა სამ გუნდს – საქართველოს, პოლონეთს და ბულგარეთს – ერთნაირი ქულები აქვთ. სანამ ტურნირი დასრულდებოდეს, მანამდე ადგილები საერთო ბურთების შეფარდებით ნაწილდება, რის მიხედვითაც პირველ ადგილზე პორტუგალიელთა დღეს გამანადგურებელი ბულგარეთია. ხოლო როცა ყველა მატჩი ჩატარდება, მაშინაც თუ ერთნაირი ქულები ექნებათ გუნდებს, უპირატესობა მაშინღა მიენიჭება ამ გუნდების ერთმანეთში ნათამაშევ მატჩებში ჩაგდებულ–მიღებულ ბურთებს.
1. ბულგარეთი 5 3/2 392/350 8
2. პოლონეთი 5 3/2 381/353 8
3. საქართველო 5 3/2 362/342 8
4. ბელგია 4 3/1 299/295 7
5. პორტუგალია 5 0/5 313/407 5
C ჯგუფში დარჩენილი მატჩები
20 აგვისტოსაქართველო – ბელგიაპორტუგალია – პოლონეთი
23 აგვისტოპოლონეთი – ბულგარეთიბელგია – პორტუგალია
26 აგვისტობულგარეთი – ბელგიაპორტუგალია – საქართველო
29 აგვისტოსაქართველო – ბულგარეთიბელგია – პოლონეთი
მაციე ლამპეს დაფარებას ნიკა ცქიტიშვილი ცდილობს
ზაზა ფაჩულიას და მარჩინ გორტატის დუელი