საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპი დაასრულა. ალექსანდრე ჯაფარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართული 5 მატჩიდან 1 მოიგო.
ევროპის ლიგის პირველი ეტაპი 24-27 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ანალოგიური შედეგი აჩვენა – 45 მატჩიდან 1 მოიგო. ქართველებმა ამჯერად მოსკოვის „დინამოს“ სძლიეს. შეხვედრა დღეს გაიმართა და ქართველების 3-ქულიანი გამარჯვებით – 44:41 დასრულდა.
„დინამოსთან“ მოგებულ მატჩში ქართელთაგან ბომბარდირი ოთარ სულაკაური გახდა 12 ქულით. 11 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა გიორგი ჭეიშვილმა, ხოლო ლუკა ხუციშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. გუშინ საქართველოს ნაკრებმა 2 შეხვედრა დათმო: პირველი ტალინის „კალევთან“ 31:45, ხოლო მეროე – „რიმ ტტუ“-სთან 48:52.
ევროპის ლიგის მესამე და უკანასკნელ ეტაპს საქართველოს ნაკრები 23-26 მარტს ლატვიის ქალაქ რიზენეში ითამაშებს.