საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში პირველი სპარინგ-მატჩი გამართა

ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი მოზარდები ადგილობრივ გუნდს, „ტალსის“ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 90:92 წააგეს.
ქართველთა მეტოქე შედარებით უფროსების – 1999-2000 წლებში დაბადებულთა გუნდი იყო. საქართველოს ნაკრები კი ძირითადად 2001 წელს დაბადებულებითაა დაკომპლექტებული და 14 წელზე უფროსი არავინაა. ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე გუნდებმა 12-წუთიანი მეოთხედები ითამაშეს და შედეგიც ამიტომ გამოდგა უხვქულიანი.
საქართველოს ნაკრებში 23 ქულით საუკეთესო „იბერის“ მოთამაშე ირაკლი სულხანიშვილი გახლდათ. 20 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა მიქელაძემ, 17 ქულა ნიკა ნიკოლაიშვილის ანგარიშზეა. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 20 მარტს კულდიგასთან გამართავს.
საქართველო 90:92 ტალსი
25:22, 19:28, 22:21, 24:21
საქართველო: ფეიქრიშვილი 4, ბერაია 2, ნიკოლაიშვლი 17, ტაბაღუა, ლაზვიაშვილი, ჩხიტუნიძე 2, სულხანიშვილი 23, მუზაშვილი 4, ლობჟანიძე 2, მიქელაძე 20 ქულა, 14 მოხსნა, ჭეიშვილი 8, ანდრონიკაშვილი 8