საქართველოს 15-წალმდელთა ნაკრები თურქულ შეკრებაზეა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 15-წლამდელთა (1993 წელს დაბადებულები) ნაკრებმა, რომელსაც მიხეილ კობეშავიძე უდგას სათავეში, სამი შეხვედრა ჩაატარა.
პირველ მატჩში ჩვენი მოთამაშეები სტამბოლის კოლეჯის, ერთი წლით უფროსი მოთამაშეებით (1992) დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდნენ და 40:54 დამარცხდნენ.
მეორე შეხვედრაში მიხეილ კობეშავიძის გუნდი სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტს შეხვდა და 52:74 დამარცხდა.
მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები დარუშაფაქას გუნდს შეხვდა. მეტოქე ასევე 1993 წელს დაბადებული მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული და ამჯერად ჩვენმა ნაკრებმა იმარჯვა, დაამარცხა რა მეტოქე 56:43.
“აღნიშნული ტურნირი პირველია ამ ნაკრებისთვის და ნებისმიერი შეხვედრა დიდ მნიშვნელობას ატარებს. მთავარია, ამ გუნდით გვეთამაშა და აუცილებელი გამოცდილება მოგვეპოვებინა. არის საკმაოდ კარგი პირობები, დღის განმავლობაში ვვარჯიშობთ, შემდეგ კი საღამოს თამაშები გვაქვს დაგეგმილი. მომდევნო მატჩში “ეფეს პიზლენის” გუნდს ვხვდებით”, – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ.