დღეს, გამთენიისას, საქართველოს 2001 წელს დაბადებულთა (15-წლამდელთა) ნაკრები ლიტვაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე – ვილნიუსის ტურში.
ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 22-25 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ პირველ ტურში, სადაც 5-დან 1 მატჩი მოიგო.
ვილნიუსის ტურშიც 5 მატჩს გამართავენ ქართველები. ევროპის ახალგაზრდული ლიგის გათამაშების ფორმატის მიხედვით, მთლიანობაში 3 ტური უნდა გაიმართოს. ვილნიუსის შემდეგ საქართველოს ნაკრები ტურნირის დასკვნით ეტაპს ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართავს 24-27 მარტს.
საქართველოს ნაკრების კალენდარი: 15 იანვარი სპარსი (ლატვია) – საქართველო 2001 საქართველო 2001 – პერკუნასი (ლიტვა) 16 იანვარი SKM (ლიტვა) – საქართველო 2001 საქართველო 2001 – ხიმკი (რუსეთი) ვილნიუსი (ლიტვა) – საქართველო 2001
15-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა: დაჩი ქავთარაძე, ლუკა ხობელია, რატი ანდრონიკაშვილი, ლაშა მიქელაძე, მიხეილ ზურაბაშვილი, გიორგი ჭეიშვილი, ირაკლი სულხანიშვილი, ვალერი ჩხიტუნიძე, ნიკა ნიკოლაიშვილი, ბექა ბექაია, გიორგი მუზაშვილი, ნიკა ლობჟანიძე
მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ქორქია მწვრთნელის ასისტენტი: ირაკლი მაისურაძე