ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მატჩი მოიგო. აღნიშნული ტურნირის მეორე ეტაპი დღეს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში დაიწყო, სადაც ქართველები 3 დღეში 5 მატჩს გამართავენ. ჩვენი ნაკრების პირველი მეტოქე იყო ლატვიის დედაქალაქ რიგის გუნდი „სპარსი“, რომელიც ქართველებმა დაძაბულ ბრძოლაში – 53:50 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად – 34:2 მოიგო, თუმცა მეორეში მოდუნდა და მეტოქეს თამაშის შემოტრიალების შანსი მიეცა. ქართველებმა მობილიზება შეძლეს და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს.
საქართველოს ნაკრებში 16 ქულით და 17 მოხსნით თავი გამოიჩინა ლაშა მიქელაძემ. 13 ქულა მოაგროვა ნიკა ნიკოლაიშვილმა, ხოლო 8-8 ქულით დაასრულეს შეხვედრა გიორგი ჭეიშვილმა და ირაკლი სულხანიშვილმა.
ქართველები დღეს კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებენ. ჩვენი დროით გვიან ღმით დასრულდება საქართველოს ნაკრებისა და ლიტვური „პერკუნასის“ მატჩი.
ევროპის ახალგაზრდული ლიგა. U15. ვილნიუსი. ლიტვასპარსი (ლატვია) 50:53 საქართველოსრული სტატისრიკა: 50:53