საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოს მედლების მფლობელია

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოს მედლების მფლობელია

ქართელი16-წლამდელები ევროპის C დივიზიონის ბრინჯოსმედალოსნები არიან. გიბრალტარში დასრულებულ 7 ქვეყნის ტურნირში საქართელომ მე-3ადგილი დაიკავა. ნინო ყოფშიძისა და შოთაიაქაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 ადგილისთის მატჩი უელსს 66:45 მოუგო.
მატჩის გმირი გახდა და ტურნირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა ჩვენი გუნდის უკანახაზელი, მარიამ ოქროპირიძე, რომელმაც უელსელებს 32 ქულა ჩაუგდო. მის გარდა ქართველებისგან არავის მიუღწევია 10-წულიან ზღვრამდე.
შეგახენებთ, რომ გასულ, 2016 წელს საქართველომ 16-წლამდელთა C დივიზიონი მოიგო, თუმცა იმ გუნდის უმეტესობა ასაკით მაღლა, 18-წლამდელებში გადავიდა და წლეულს საქართველოს ეს ასაკობრივი ნაკრები B დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც 4-13 აგვისტოს ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი უმასპინძლებს.
უელსი – საქართველო 45:66 (სტატისტიკა)