საქართველოს 16–წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ

საქართველოს 16–წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ

ევროპის ჩემპიონატი. B  დივიზიონი. ესტონეთი. ტალინი. 9 აგვისტო
საქართველო 103:98 ლუქსემბურგი
27:11 32:24 20:34 24:29
 
საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ესტონეთში მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე თავის C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და უკვე გაინაღდა საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ახლა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაერთვება, სადაც 4 გუნდი იქნება და საუკეთესო 2 ნახევარფინალში გავა.
 
საქართველოს ნაკრებმა დღეს ლუქსემბურგის ძლევით გაინაღდა ჯგუფში გამარჯვება. კაზანჯიანის გუნდმა ტურნირზე ყველა თამაში მოიგო და უკან  მოიტოვა სლოვენია, რომელთანაც 2 დღის წინ დრამატულ ბრძოლაში 70:69 იმარჯვა. შესაბამისად, ჩვენს ნაკრებს მომდევნო ჯგუფში გადაჰყვებათ ეს გამარჯვება, რაც ნახევარფინალში გასვლის შანსებს ზრდის.
 
ჩვენი ნაკრების მეტოქეები მეორე ჯგუფურ ეტაპზე დღეს საღამოს გაირკვევა. გათამაშების ფორმატის თანახმად, C და D ჯგუფების 2–2 საუკეთესო გუნდი ერთად იქნებიან. C ჯგუფის საუკეთესოები საქართველო და სლოვენია არიან, ხოლო D ჯგუფში 1–2 ადგილებისთვის ჰოლანდია, ესტონეთი და უნგრეთი იბრძვიან.
 
რაც შეეხება ლუქსემბურგთან მატჩს, ქართველებმა ის ჩინებულად დაიწყეს და პირველი ტაიმის შემდეგ 59:35 იგებდნენ. ჩვენიანთაგან თავი გამოიჩინა ბექა ბურჯანაძემ, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, ხოლო ლევან ლოლიშვილმა 21 ქულას მოუყარა თავი.
 

საქართველოს ნაკრები 
 
მეორე ტაიმში ლუქსემბურგელები მთლიანად შორ სროლებზე გადაერთვნენ და ხეირიც ნახეს. მათმა ლიდერმა იონ ჰოსერმა მთლიანობაში 8 სამიანი ჩაგვიგდო. შესაბამისად ლუქსემბურგელებმა ანგარიშის შემცირება 2 ქულამდე მოახერხეს – თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველო 88:86 იგებდა. სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტში გამოავლინეს ჩვენებმა მებრძოლი ხასიათი – ნიკა რამიშვილმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო რამდენიმე ჯარიმა, ორქულიანი და ქართველებმა ლუქსემბურგელები წელში გატეხეს.
 
ხვალ ტურნირზე დასვენებაა 11 აგვისტოდან კი საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ნახევარფინალში გასასვლელად დაიწყებს ბრძოლას ახალ ქვეჯგუფში.  
 
ჯგუფის მეორე მატჩი: სლოვენია – რუმინეთი 62:60
 
საბოლოო ცხრილი
 
1.  საქართველო  4      4/0    321/292   82.  სლოვენია           4       3/1   295/221   73.  ლუქსემბურგი   4       2/2   284/333   64.  ბელგია                4       1/3   268/254   55.  რუმინეთი          4       0/4 225/293    4